„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„მინდა მოვიდე თითოეულ თქვენგანთან და მოვისმინო საჭიროებები და ხედვები, ჩვენი ქალაქის განვითარების შესახებ. მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და ყოველი ინიციატივის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან სწორედ ქობულეთის მკვიდრებთან ერთად ვაპირებ ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელებას, ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის.დიდი მადლობა გულთბილი დახვედრისთვის. მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქობულეთი არჩევანს გააკეთებს ნამდვილი ევროპული ღირებულებებისა და ქვეყნის მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ“, - განაცხადა გია ჭყონიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს