ანა დოლიძე - ხალხი ელის ცვლილებას, ძველი ინსტრუმენტებით ახალ ქვეყანას ვერ შევქმნით

26 ოქტომბრის არჩევნებში ხალხის დაკვეთა არის სისტემური ცვლილება - ამ პირობებში არ უნდა ჩავვარდეთ ცდუნებაში, რომ ძველი სისტემის ინსტრუმენტები ისე დავაბრუნოთ, რომ ხალხის იმედი გავუცრუოთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მოქალაქეები 26 ოქტომბერს ელოდებიან, რომ ჩვენი სახელმწიფო გადაიტვირთება, ძველი სისტემა დაინგრევა.

„26 ოქტომბრის არჩევნებში ხალხის დაკვეთა არის სისტემური ცვლილება. ჩვენი მოქალაქეები 26 ოქტომბერს ელოდებიან, რომ ჩვენი სახელმწიფო გადაიტვირთება, ძველი სისტემა დაინგრევა და ჩვენ დავიწყებთ ახალი სისტემით, ახალი სახეებით, ახალი სახელმწიფოს მშენებლობას. ამ პირობებში არ უნდა ჩავვარდეთ ცდუნებაში, რომ ძველი სისტემის ინსტრუმენტები ისე დავაბრუნოთ, რომ ხალხის იმედი გავუცრუოთ, რომ ქვეყანაში ნამდვილი ცვლილება მოხდება. ფასადური ცვლილება, ერთი სახელით მეორე სახელით ცვლილება, მაშინ როდესაც შინაარსობრივად და მეთოდებით სისტემურად არაფერი შეიცვლება ჩემთვის მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა, 26 ოქტომბერს ხალხს მივცეთ რწმენა, რომ ეს იქნება ახალი ქვეყანა“, - აცხადებს ანა დოლიძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა