ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოგამოფენა გაიმართება

23 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) ფოტოგამოფენას გამართავს. ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლაძე - ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციიდან აქამდე სრულიად უცნობი ფოტოები, რომლის კურატორიც ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილია.

მინის ნეგატივები, რომელიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე- 20 საუკუნის სადაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს. საბჭოთა კავშირში საქართველოს ყოფნის 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა

„ტოტალიტარული სისტემა გეგმაზომიერად აქრობდა არა მხოლოდ არასასურველ პიროვნებებს, არამედ არასაბჭოთა ყოფისა თუ მოვლენების ამსახველ ვიზუალურ მასალასაც, იმას, რაც ოფიციალურ პროპაგანდისტურ ნარატივებს არ ეხმიანებოდა. საბჭოთა რეჟიმის ამოცანა იყო ახალი საბჭოთა რეალობის შექმნა და არასაბჭოთა, არატოტალიტარული ყოფის შესახებ მეხსიერების გაქრობა.

საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმი, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენის ფოტოსა და კინოფირზე აღბეჭდილ დოკუმენტურ მასალას არქივებში კეტავდა ან მოსკოვში გაჰქონდა, როგორც „მტკიცებულება“. შედაგად, არაერთი ამგვარი მოვლენა მეხსიერებიდან გაქრა ან მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის დროზე ფოტოებსა და კინოფირებზე იყო აღბეჭდილი.

გამქრალი მეხსიერების თუნდაც ნაწილობრივ შესავსებად, ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის აქამდე სრულიად უცნობი ფოტო-მემკვიდრეობა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა. ნიკო ნიკოლაძე, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მოთავე, თავად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით და ეს ხელოვნება შვილებს - გიორგის, თამარს და რუსუდანს შეასწავლა. ქართული მათემატიკის სამეცნიერო სკოლის, ინჟინერიის, ალპინიზმისა და ტანვარჯიშის ცნობილი პიონერი, გიორგი ნიკოლაძე, ჟორჟეტა ღამბაშიძეზე იყო დაქორწინებული, რომლის მამა, ვახტანგ ღამბაშიძე - ექიმი, განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე, ასევე ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ქალიშვილიც მის კვალს გაჰყვა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის ობიექტივში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პრაქტიკულად ყველა საკვანძო მოვლენა მოხვდა“-ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენა 23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსის ფოიე გაიმართება. გამოფენა და დისკუსია ორგანიზებულია: „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგია და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით” (“The Memory Project: Face-based Countering of Soviet Nostalgia and Russian Historical Revisionism”) პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია ილიას სახელმწუფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია: ჰარვარდის უნივერსიტეტი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პენცენტრი, ილიაუნის მესხიერების კვლევების ცენტრი, მწერალთა სახლი და საქართველოს ეროვნული ფონდი. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ