ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ როგორ არღვევს საქართველო, ოჯახური ღირებულებების დაცვის დევიზით, ზოგიერთი უმცირესობის უფლებას

შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ როგორ არღვევს საქართველო, ოჯახური ღირებულებების დაცვის დევიზით ზოგიერთი უმცირესობის უფლებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.

„შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ როგორ არღვევს საქართველო, ოჯახური ღირებულებების დაცვის დევიზით, ზოგიერთი უმცირესობის უფლებას“, - წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა