გიორგი გახარია - პრეზიდენტს დაველაპარაკები, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის, ჩემდა სამწუხაროდ - ვნახოთ, დაველოდები

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძისა და „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეხვედრის მეორე ეტაპი დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ მედიასთან განაცხადა, როგორც ჩანს, ხაზარაძემ გუნდთან შეთანხმება ვერ მოახერხა.

“პრეზიდენტს დაველაპარაკები. მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს თავის გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა:

„როგორც ჩანს, მამუკამ ვერ მოახერხა გუნდთან შეთანხმება, ჯერჯერობით, ვნახოთ, დაველოდები“, - განაცხადა გახარიამ.

მედიის კითხვაზე ეხება თუ არა საკითხი საარჩევნო სიას, გახარიამ აღნიშნა, რომ საკითხი აღნიშნულს არ ეხება.

კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს