მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად, ჩვენ  გავაგრძელებთ კონსულტაციებს

ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა და საუბარი გრძელდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ მათ ქართველ ხალხს აჩვენონ, რომ იდეის გარშემო და საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.

„მათთან [„ძლიერი საქართველოს“ წევრებთან] შეთანხმების გარეშე, მე ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. საუბარი არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. არ არის ეს მარტივი. რასაც მინდა, მივაღწიო არის ის, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა-წონა აქვს, გამოიყურება ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის და იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.

კონსულტაციები გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია და როცა დაინიშნება ახალი შეხვედრა, შევხვდებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს