ირაკლი კობახიძე - სურთ ცრუ განცხადებებით გადაფარონ საკუთარი დანაშაული - მეხსიერება არ იშლება, არსებობს არქივი, თუ როგორ დაიწყო სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა

კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს, რომ საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის აღდგენის 2 გზა არსებობს: ერთი გზა არის ომი, მეორე გზა არის შერიგება. ვინც შერიგებას უპირისპირდება, ის ავტომატურად მიდის ომისკენ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ცრუ განცხადებებით გადაფაროს საკუთარი დანაშაული, რაც არ გამოუვა, რადგან „არსებობს არქივი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიწყო სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა“.

„მოღალატეობრივი იყო ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა ["ნაციონალური მოძრაობა"] 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს. მათ სურთ ცრუ განცხადებებით გადაფარონ საკუთარი დანაშაული, თუმცა არ გამოუვათ, საზოგადოებამ ყველაფერი იცის ამ ომთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო, მანამდე რა მოხდა, როგორ თანმიმდევრობით მიდიოდა ამ ყველაფრისკენ სააკაშვილის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, რა გააკეთეს მათ 7 აგვისტოს. სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცის. მეხსიერება არ იშლება, ყველას მძიმედ გვახსოვს თითოეული წამი, წუთი, რაც ხდებოდა 7 აგვისტოს, ამას ხომ ვერ წაშლილი?! ასევე, არსებობს არქვი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიწყო სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა.

რაც შეეხება შერიგებას, აქ კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს, რომ საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის აღდგენის 2 გზა არსებობს: ერთი გზა არის ომი, მეორე გზა არის შერიგება. ვინც შერიგებას უპირისპირდება, ის ავტომატურად მიდის ომისკენ. ისინი არიან ომის პარტია, ჩვენ სხვა დღის წესრიგი გვაქვს. შერიგება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ძმათა მკვლელი ომი გვქონდა, შეიძლება მოხდეს მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე. ეს იმდენად აქსიომური ჭეშმარიტებაა, რომ მისი გაპროტესტება შეიძლება მოხდეს ისეთი ძალების მხრიდან, რომლებიც დაფუძნებულები არიან სიცრუეზე, ძალადობაზე, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება