გიორგი ბოტკოველი - ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ერთადერთი ინტერესი აქვთ - რაც კახეთში ყურძენი მოიწევა, აქციონ სპირტად და თვითონ იშოვონ მილიონები

ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას დღეს ერთადერთი ინტერესი აქვთ - ის, რაც კახეთში ყურძენი მოიწევა, აქციონ სპირტად და თვითონ იშოვონ მილიონები, ამიტომ საჭიროა ცვლილებები ქვეყანაში, რომ რქაწითელი 2 ლარი-2 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საფერავი 3 ლარი - 3 ლარი და 50 თეთრი გახდეს , - ამის შესახებ „ერთიანი -ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს.

„ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას დღეს ერთადერთი ინტერესი აქვთ: ის, რაც კახეთში ყურძენი მოიწევა, აქციონ სპირტად და მერე ისევ თვითონ იშოვონ მილიონები. სწორედ, ასე ხდება, როცა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი გამოდის და ყურძენზე ფასს აწესებს. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ლარი და ვერც 1,5 ლარი საფერავზე ვერ ასახავს და ვერ ასწორებს იმ ხარჯს, რომელიც გლეხმა მთელი წლის განმავლობაში გასწია. ამიტომ, მთავარია ერთი რამ: ცვლილებები ქვეყანაში, რომელიც ყურძნის ფასს გახდის რქაწითელის შემთხვევაში 2 ლარს - 2 ლარსა და 50 თეთრს, ხოლო საფერავის შემთხვევაში მინიმუმ, 3 ლარს - 3 ლარსა და 50 თეთრს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს