პრემიერი - ოპოზიცია არჩევნებს ძალიან მძიმედ აგებს, ჩვენ ამ ეტაპზე, დაახლოებით, 60% გვაქვს - როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც გასაკეთებელი აქვს არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია

იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს 60%-ზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი - ასეთ დროს ერთადერთი, რაც დარჩენია ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ე.წ. „ენჯეოებს“, არის საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოელის იმავე სცენარის განვითარებას, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების დროს იყო.

„ჩვენ ვიცით, რაც არის დღის წესრიგი, რადიკალური ოპოზიცია და მთლიანად ოპოზიცია ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ აგებს, ჩვენ ამ ეტაპზე დაახლოებით 60% გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ 60%-ს გადავცდებით, უკვე ძალიან მალე. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს 60%-ზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი. ასეთ დროს ერთადერთი, რაც დარჩენია ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ე.წ. ენჯეოებს, ეს არის სწორედ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. ისინი მუდმივად მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, სიურპრიზი არ არის ის, რომ წელსაც იმავეს გააკეთებენ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, მსგავსი სცენარის განვითარებას, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა, როცა მაშინ „ენჯეობის“ ხელით გაყალბდა „პივიტი“, ასევე, სხვა მონაცემები არჩევნებთან დაკავშირებით გაყალბდა, ამასთან, დეზინფორმაციული კამპანია ცესკოს წინააღმდეგ, არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება, როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას გასაკეთებელი აქვს, არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის უკიდურესად მწირი“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე