პრემიერი - ყველა მიმართულებით საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს

ყველა მიმართულებით საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, ეს არის უკიდურესი შეურაცხყოფა.

“ყველა მიმართულებით საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს - იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფციის სიმცირე, გამჭვირვალობა, ხელისუფლების ღიაობა ეკონომიკური წინსვლა - ყველა მიმართულებით საქართველო არის გამოკვეთილი, აშკარა ლიდერი.

ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, როდესაც სანქციები წესდება ომში მონაწილე პოლიციელების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესი შეურაცხყოფა და ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია. თუ რაიმე არის დეზინფორმაცია, ეს არის სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის უსამართლო განცხადებები, რომელიც ძალიან ხშირად ვრცელდება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ საქართველოს შესახებ ასე მასშტაბურად დეზინფორმაციის გავრცელებისგან” , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს