ირაკლი კობახიძე გრიგორი კარასინის განცხადებაზე - არ არის საინტერესო გარედან მოსმენილი განცხადებები

ჩვენთვის არ არის საინტერესო გარედან მოსმენილი განცხადებები, -ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ „საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა“

პრემიერის თქმით, „მთავარია ეროვნული ინტერესები“.

" ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ხოლმე ხან კუბილიუსის, ხან რუსი პოლიტიკოსების განცხადებებით, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ერთადერთი, რითაც ვაფასებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს, ეს არის ის, თუ რამდენად შეესატყვისება ჩვენი ნაბიჯები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ შემდეგ განცხადებას: „"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

კარასინი მიიჩნევს, რომ უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა, მარადიული დაპირისპირების უპერსპექტივობა ბევრისთვის ცხადი გახდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება