ირაკლი კობახიძე - როდესაც პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა - კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე

როდესაც საპარლამენტო პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ამას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებული აქვს ოფიციალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა პრემიერმა

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის