თეიმურაზ მჟავია - მიუღებელია ის უკონკურენტო გარემო, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა ტარდება - უარი ვთქვი კენჭისყრაში მონაწილეობაზე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, თემურ მჟავია აცხადებს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო.

როგორც მჟავია აღნიშნავს, მისთვის მიუღებელია ის უკონკურენტო გარემო, რომელშიც ტარდება მთავრობის თავმჯდომარის არჩევა.

„18 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართა, სადაც კენჭისყრით დამტკიცდა მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა. ჩემთვის მიუღებელია ის უკონკურენტო გარემო, რომელშიც ტარდება მთავრობის თავმჯდომარის არჩევა. მაშინ, როდესაც ჩემ მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს ორი კვირით ადრე საკანონმდებლო პროცედურების სრული დაცვით განსახილველად მიეწოდა ალტერნატიული კანდიდატურა ბატონ მერაბ პატარაიას სახით, პრეზიდიუმმა დაჩქარებულად ჩატარებული კენჭისყრის ჩატარების გზით მოახდინა საკითხის იგნორირება. ამავე დროს, აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოებაც, რომელიც მერაბ პატარაიას კანდიდატურას მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე აქტიურად უჭერდა მხარს აფხაზეთის ქართული საზოგადოებრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის აკადემიური საზოგადოება, რაც რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა ფორმით იქნა გაჟღერებული, ვიდრე დღის წესრიგში დადგებოდა ძველი თავმჯდომარის ახლით ჩანაცვლება და ვიდრე გაჟღერდებოდა ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის სახელი.

გარდა იმისა, რომ პრეზიდიუმმა უმაღლესი საბჭოს მცირე ჯგუფის იგნორირება მოახდინა, მან ანგარიში არ გაუწია დევნილი საზოგადოების გაჟღერებულ ნებას, რომ განხილვაში შემოეტანათ მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა, რამაც ჩემში პროტესტის განცდა გამოიწვია, რის გამოც უარი ვთქვი კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე.

ამის გამო მე გამოვთქვამ სინანულს. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოების იმ ნაწილის, რომელთა მეშვეობითაც იქნა გაჟღერებული მერაბ პატარაიას სახელი. აგრეთვე ბოდიშს ვიხდი მერაბის წინაშე იმის გამო, რომ ვერ მოვახერხე დღის წესრიგში მისი, როგორც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარსადგენი კანდიდატურის შემოტანა“,- აცხადებს თეიმურაზ მჟავია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დღეს დაინიშნა. ლევან მგალობლიშვილმა უმაღლეს საბჭოში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ