ოთარ შამუგია - ყოველდღიურად დაახლოებით 10-11 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფება.

ოთარ შამუგიას განცხადებით, რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრს უმასპინძლეს და რთველის მიმდინარეობის პროცესი გააცნეს.

„რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრს ვუმასპინძლეთ; მთავრობის მეთაურს რთველის მიმდინარეობის პროცესი გავაცანით. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც იმისათვის, რომ რთველი წარმატებულად ჩატარდეს, მევენახეებმა სრულად დააბინაონ მოსავალი და მიიღონ სათანადო შემოსავალი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს; ახლა აქტიური ფაზაა და ყოველდღიურად დაახლოებით 10-11 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდება.

„ამ მომენტში, დაახლოებით, 150 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურად ახდენს პროცესის კოორდინაციას. საფერავის ჯიშის ყურძნის დროულად დაბინავებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; დღეს უკვე სახელმწიფო საწარმო 18-მდე ლოკაციაზე ახორციელებს ყურძნის მიღებას. 1 კილოგრამ საფერავში მევენახეს 1.50 ლარს ავუნაზღაურებთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მათ ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს. ახლა მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, როგორც კი ეს ნაწილი დასრულდება, დაიწყება ანაზღაურება.

რაც შეეხება რქაწითელის ყურძნის ჩაბარების პროცესს, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე გადამუშავებულია 60 ათასი ტონა. რქაწითელის ჯიშზე მინიმალური ფასი 1 ლარია, სადაც 20 თეთრს სახელმწიფო სუბსიდირება შეადგენს. რქაწითელზე საშუალო ფასი 1 - 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ