ალეკო ელისაშვილი - იმედს დავიტოვებ, გიორგი გახარიასთან შეთანხმება შედგება, მე შეთანხმების მომხრე ვარ  - აზრთა სხვადასხვაობა არის და უნდა იყოს, ეს არის კოალიციურობის ეშხი

პროცესი მიდის და მე მაინც იმედს დავიტოვებ, რომ შეთანხმება შედგება. მე პირადად არ ვმალავ, მე ვარ შეთანხმების მომხრე , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღია ღალატი ხდება, აუცილებელია გაერთიანება.

„დღეს უკვე მეორედ ხვდებიან ხაზარაძე და გახარია. ამ წლების განმავლობაში, რაც გახარია გადადგა, არასდროს შეხვედრიან და ახლა ხომ ხედავთ ორი დღის განმავლობაში მეოთხე შეხვედრაა. პროცესი მიდის და მე მაინც იმედს დავიტოვებ, რომ შეთანხმება შედგება. მე პირადად არ ვმალავ, მე ვარ შეთანხმების მომხრე. მე მიმაჩნია, რომ მიუხედავად ბევრი რამისა, მიუხედავად იმისა, რომ დიდად გულზე არ მეხატება გახარია, 20 ივნისი ვერ მომინელებია, როცა ვიღაც ტილიანი გავრილოვის გამო ქართული პოლიცია გვესროდა და გვარბევდა და მაშინ ხელისუფლებაში იყო ბატონი გახარია, მაგრამ ამის მიუხედავად იმის გათვალისწინებით დღეს ჩვენს თვალწინ რაც ხდება, ღია დაუფარავი ღალატი რომ მიდის ქვეყნის, დაუფარავი გაყიდვა რომ მიდის ჩვენი სახელმწიფო ინტერესების, კოკოითის აბუჩად ასაგდებად რომ გავიხადეთ თავი, კოკოითის დასაცინები რომ ვართ“, - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ „ამ დროს არის აუცილებელი გაერთიანება არა ყველასთან, არამედ გახარიასთან. მე ვარ მომხრე“.

კითხვაზე, არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა „კოალიცია ძლიერ საქართველოში“ , ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „პროცესი მიდის, ხომ იცით, ქართველები ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა. ღვთის წყალობით არის აზრთა სხვადასხვაობა და უნდა იყოს, ეგ არის ეშხი კოალიციურობის“.

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას შორის ორბელიანების სასახლეში შეხვედრა მიმდინარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია