გიორგი გახარია - მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ, გარკვეული შეთანხმებები შედგა

მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება ხვალ, - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა დარჩენილია რაღაც საკითხები, რომელზე მოლაპარაკებებიც დასასრულებელია.

„მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა. არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია.

მე გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს. სამწუხაროდ, როგორც უნდა დალაგებულიყო ისე ვერ დალაგდა, თუმცა რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ახლა კიდევ არის საკითხები, ცოტა უფრო კონკრეტული, რომელიც იმედი მაქვს,რომ ხვალ დღის განმავლობაში დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს. მათ პირისპირ შეხვედრებიც გამართეს. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება