პრეზიდენტი - საზარელი მკვლელობა, ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას - ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც  გამოადგეს

საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას -, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის წერს, რომ სიძულვილი მტერს მანიპულაციის საშუალებას აძლევს.

"საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება