შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არაა მეურვეებს - ვიღაცას თუ უნდა, რომ ჩვენ მეურვეობა გაგვიწიოს და იმ მიმართულებით გვატაროს, როგორც საჭიროდ ფიქრობს, ასე არ გამოვა, ასე არ მოქმედებს ჩვენი 3000-წლოვანი სახელმწიფოს ისტორია

ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არაა მეურვეებს. ვიღაცას თუ უნდა, რომ ჩვენ მეურვეობა გაგვიწიოს და იმ მიმართულებით გვატაროს, როგორც საჭიროდ ფიქრობს, ასე არ გამოვა. ასე არ მოქმედებს ჩვენი 3000-წლოვანი სახელმწიფოს ისტორია,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ბევრ დიდ ქვეყანას ერთი და იგივე შეცდომა დაუშვია საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ბევრს ჩვენი მეგობრობა ფეხქვეშ გაგებად გაუგია და ისე გაუგია, რომ საკუთარი ინტერესები შეუძლიათ მოგვახვიონ თავს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, რომ ერთი მხრივ ჩვენ პარტნიორობისთვის ყველაფერი ვაკეთოთ და ამის პასუხად ვიღებდეთ იმას, რომ ჩვენს პოლიციელებს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და იმის ღირსადაც არ გვთვლიდნენ, რომ მტკიცებულება წარმოადგინონ რამის. გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო შეზღუდვები. დღესაც მახსოვს მაშინდელ ელჩთან ჩემი საუბარი, რომ ეს უპატივცემულობაა, როდესაც ამბობ, რა არის მტკიცებულება და გეუბნება, რომ პრესაში წაიკითხა მტკიცებულებების შესახებ. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, ეს არ არის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ვაჩვენებდით ყველას დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც ვჭირდებოდით. ეს არის ჩვენი ქართული მიდგომა მეგობრებისადმი და პარტნიორებისადმი და გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ სხვებსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება