შალვა პაპუაშვილი - ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა - როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით

ერთი მხრივ, ორივე იქადნოდა, რომ მოვიდოდნენ უმრავლესობაში და გახდებოდნენ პრემიერ-მინისტრები და აღმოჩნდა, რომ აწყვილებენ იმისთვის, რომ ბარიერი იქნებ როგორმე გადალახოს, ან ერთმა, ან მეორემ, ან ორივემ ერთად - ეს არის მთელი იდეა ამ პროცესის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით".

"მაგრამ საერთო ჯამში, ამიტომაც ვთქვი მე, ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია, რომელსაც არანაირი საკუთარი დღის წესრიგი არ აქვს, მთლიანად მორგებულია იმაზე, გარედან რას ეტყვიან, მთლიანად აწყობილია იმაზე, რომ აკომენტაროს გარედან გაკეთებული განცხადებები. მედიას რომ დააკვირდეთ, სხვას რას აკეთებენ. ყოველდღე ერთი, ორი განცხადება, ვიღაცა რაღაცას დაწერს, განცხადებას გააკეთებს საზღვარგარეთ, უცხოელი პოლიტიკოსი ან სხვა აქტორი და მერე ის დღე დაკავებულები არიან ამ განცხადებების კომენტარებით. თუნდაც სანქციების თემა რომ ავიღოთ

. ამიტომ, ეს არის ყველაზე სამარცხვინო მომენტი ქართული ოპოზიციის ისტორიაში და რაც მთავარია, რომ დავუფიქრდეთ, რა არის მიზანი საერთო ჯამში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე ყველა მოვიდეს. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ომსა და მშვიდობაზე, კი უნდათ ხანდახან ძალიან, რომ დამალონ ეს საკითხი, მაგრამ

რაზე არის ეს ყველაფერი მიბმული და როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ბიძგება ომისკენ. ხდებოდა იმიტომ, რომ გვიბიძგებდნენ სანქციების დაწესებისკენ, გვიბიძგებდნენ, რომ ჩაგვეკეტა ცა რუსეთისთვის, წავსულიყავით ესკალაციაზე პირდაპირ. ის ხალხი, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, დეესკალაცია რუსეთთან, უცებ ერთ მომენტში, ესკალაციისკენ გვიბიძგებდა ყველა. ეს გეგმა აქვთ ამათ. თან გაწერილი აქვთ პირდაპირ, არც რცხვენიათ. ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა. საქართველოს მკვლელობის გეგმაა, ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელშიც პირდაპირ წერენ, რომ შეუერთდებიან ევროკავშირის ყველა სანქციას, სრულად, რუსეთის წინააღმდეგ, ჩაკეტავენ ცას, გააუქმებენ ფრენებს, დააწესებენ საოკუპაციო მოსაკრებელს რუსი მოქალაქეებისთვის თუ ა.შ. და რას ფიქრობთ, ამის ბოლოს რა არის? არის თუ არა ეს ესკალაცია, რა თქმა უნდა, არის. ამის ბოლოს ხომ არის გარანტირებულად ეკონომიკური კოლაფსი ამ ქვეყნის და არის თუ არა დიდი ალბათობით სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ასე, რომ ბერბიჭაშვილის გეგმით რომ დადის ახლა „ლელო“ არჩევნებზე და უნდა, რომ ქართველმა ხალხმა ბერბიჭაშვილს მისცეს ხმა, ბერბიჭაშვილის გეგმას მისცეს ხმა და ჩვენი ქვეყნის მკვლელობას მისცეს ხმა. როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა