შალვა პაპუაშვილი - ადამიანს, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდა პოლიციელებს, ეხუტებიან, ხოლო პოლიციელს, რომელიც იცავდა საზოგადოებას, სანქციებს უწესებენ, ეს არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს

ნებისმიერ ქვეყანაში პოლიციელი არის სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი. ამიტომ ნებისმიერი თავდასხმა პოლიციელზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. და სახელმწიფოზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ხალხზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმისთვის, რომ მოხდეს ამ ურთიერთობების გადატვირთვა საჭიროა შეწყდეს ის ცრუ ბრალდებები, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისმის.

მისი თქმით, ცრუ ბრალდებების ერთ-ერთი ნაწილია პოლიციელების სანქცირება.

,,ჩვენ არაერთხელ ვთქვით და გამოვხატეთ ჩვენი მზაობა ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის. თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს ამ ურთიერთობების გადატვირთვა საჭირო არის შეწყდეს ის ცრუ ბრალდებები, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისმის და ის ცრუ ნარატივები, რომელიც ვრცელდება საქართველოსთან დაკავშირებით. მათ შორის, ცრუ ბრალდებების ერთ-ერთი ნაწილი არის სანქცირება, განსაკუთრებით პოლიციელების. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიციელი არის სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი. ამიტომ ნებისმიერი თავდასხმა პოლიციელზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე და სახელმწიფოზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ხალხზე. რა თქმა უნდა, აქ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნებისმიერი ქვეყანა. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რასაც ვაკვირდებით ბოლო ორი წელია. ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდა პოლიციელებს, იმას ეხუტებიან, ხოლო პოლიციელი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებისგან“ იცავდა საზოგადოებას მას სანქციებს უწესებენ, ეს რა თქმა უნდა, არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს პარტნიორის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია