სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ კოლუმბიამ „ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიასთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერა

სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ კოლუმბიამ „ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიასთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერა, - ამის შესახებ განცხადებას კოლუმბიის მთავრობის სამშვიდობო დელეგაცია ავრცელებს.

„დღეს, დიალოგის პროცესი შეჩერებულია. მისი სიცოცხლისუნარიანობა სერიოზულად შეირყა და მისი უწყვეტობა შეიძლება მხოლოდ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის“ მშვიდობიანი ნების ცალსახა გამოხატვით აღდგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოლუმბიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მემარცხენე აჯანყებულმა დაჯგუფებამ არაუკის დეპარტამენტში მდებარე სამხედრო ბაზას თვითნაკეთი რაკეტები ესროლა, რის შედეგადაც, 2 სამხედრო დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

დაჯგუფებას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ცნობისთვის, „ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ“ კოლუმბიის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აგვისტოში დაასრულა, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში კვლავ ჩართული იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება