ბექა ოდიშარია - კომუნიკაციაში აქტიურად მიმდინარეობს მანიპულაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ აპირებს, გადახედოს აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, არა, აქ საუბარი იყო ურთიერთობების თვისებრივად გადახედვაზე

კომუნიკაციაში აქტიურად მიმდინარეობს მანიპულაცია იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ აპირებს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას - არა, აქ საუბარი იყო ურთიერთობების თვისებრივად გადახედვაზე - ჩვენ აღარ გვჭირდება უფროსი მეგობარი, ჩვენ გვჭირდება თანასწორუფლებიანი პარტნიორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს სურს, რომ პარტნიორისგან ისეთივე თანასწორი დამოკიდებულება იხილონ, როგორადაც თავად ეპყრობიან მას.

„კომუნიკაციაში აქტიურად მიმდინარეობს მანიპულაცია იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ აპირებს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას - არა, აქ საუბარი იყო ურთიერთობების თვისებრივად გადახედვაზე. რადგან ჩვენ გვსურს, რომ პარტნიორისგან ისეთივე თანასწორი დამოკიდებულება ვიხილოთ, როგორადაც ჩვენ ვეპყრობით მას, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ ისეთივე უანგარონი, როგორიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ქართველი ხალხი იყვნენ დღემდე აშშ-ის ხელისუფლებასა და ხალხის მიმართ. გახსოვთ ალბათ ყველა მისიაში, სამშვიდობო იყო ეს თუ სამხედრო, ყოველგვარი დათქმებისა და პირობების გარეშე ქართველი ხალხი, ქართველი ჯარისკაცები ედგნენ, როგორც მყარი პარტნიორები და მეგობრები აშშ-ის ხელისუფლებასა და ხალხს. თუმცა მე მაშინ არ მახსენდება ახლა რეზოლუციებით მოხმალავე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც თავადაც და მისი ხალხიც (ბოდიშს ვიხდი ამ სახელმწიფოებთან და ხალხთან) ჩირგვებში იმალებოდნენ, როდესაც ქართველი ხალხი, ქართული ჯარი და ჩვენი ბიჭები სისხლს ღვრიდნენ სწორედ იმ ფიქრით და მიზნით, რომ აშშ მაქსიმალურად ცდილობდა დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვას გლობალურად მთელ სამყაროში”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ოდიშარიამ განმარტა, რომ მათთვის მისაღები მხოლოდ თანასწორუფლებიანი და პარტნიორული ურთიერთობაა.

„ხოლო რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა ვინმემ დაუშვას, რომ არის საქართველოს უფროსი მეგობარი და კიდევ უარესი - უფროსი მენტორი, ჩვენ მიგვაჩნია უსამართლოდ, მიუღებლად და ასეთი ტიპის სენი ქართველმა ხალხმა უკვე ერთხელ, ბრძოლით საბჭოთა კავშირის სახით მოვიშორეთ. ჩვენ აღარ გვჭირდება უფროსი მეგობარი, ჩვენ გვჭირდება თანასწორუფლებიანი პარტნიორი. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ენაზე ლაპარაკობს მეგობარი თუ პარტნიორი თუ ის ერთი ხელით გვემეგობრება და მეორე ხელით, უბრალოდ, ცდილობს რომ დაგვჩაგროს. ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით უერთგულესი პარტნიორი ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა”, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით (აშშ-ის მიერ საქართველოს პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებით) ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე