„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 700.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით მეტია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 700.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 173.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 2.5%-ით), ხოლო იმპორტი 10 526.9 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.3%-ით).

სტატისტიკის თანახმადვე, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ- აგვისტოში, 6 353.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.

„2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (745.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (538.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (476.0 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 761.8 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 186.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 167.3 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 085.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 636.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 278.8 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 478.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 219.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 196.6 მლნ. აშშ დოლარით (4.7%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 978.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.8% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 880.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.4%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 416.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.0%)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა