გია ჯაფარიძე - 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი - ან ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, რადგან უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში

ქართველი სტუდენტი ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი. უნდა ჰქონდეს სწავლის ისეთივე პირობა, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ, ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი: ან ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, რადგან უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტუდენტთა დიდი ნაწილი დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებება.

„11 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ სტუდენტთან მქონია კომუნიკაცია. სწავლების გარდა, ჩვენ გვაქვს ასევე სხვადასხვა აქტივობა, სადაც მაქვს ხოლმე საშუალება, მათ პრობლემებზე ვესაუბრო და მხოლოდ მოკლე ჩამონათვალს წარმოგიდგენთ: სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემაა, განსაკუთრებით, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. რადგან ბინის ქირა ძალიან მაღალია, სტუდენტებს უწევთ სხვადასხვა ადგილას მუშაობა და ეს სამსახური, უმეტესწილად, საღამოსაა, რის გამოც სტუდენტები მეორე დღეს არიან გადაღლილები და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ლექციებზე ეძინებათ.

ათვისების უნარი დაბალია, რადგან გადაღლილი გონება ვერ ითვისებს იმ მასალას, რაც სტუდენტს სჭირდება, ამასთან, ამ სამსახურებიდან შემოსავალი ძალიან დაბალია. დიდი პრობლემაა კვება. სტუდენტთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებება, ამასთან, ცალკე საკითხია საკვების ხარისხი, რადგან სტუდენტებს არა აქვთ საშუალება, შეიძინონ მაღალკალორიული საკვები.

ასევე არსებობს სტუდენტთა უსაფრთხოების პრობლემა: ძალიან ბევრი სტუდენტი საუბრობს, რომ კრიმინალი გაზრდილია და ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემის წინაშე დგანან.

კიდევ ერთი პრობლემა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელიც არანაირად არ არის მორგებული, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, სტუდენტებს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ ევროპის კავშირის სასარგებლოდ: ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი. ქართველ სტუდენტს უნდა ჰქონდეთ სწავლის ისეთივე პირობები, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ. ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი: ან ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, ვიდრე დღეს არის, რადგან ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია