ბონდო თედორაძე - კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში და 26 ოქტომბერს თქვენთან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს საქართველო!

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში და 26 ოქტომბერს თქვენთან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს საქართველო!“ - ამის შესახებ ქობულეთის ორგანიზაცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არავითარი დაპირება, რომელიც ხალხს ეკონომიკურ შეღავათს მისცემს.

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა ეგრეთწოდებული დელეგატად გიორგი ჭყონია ქობულეთიდან. ფული, რომელიც მან დააგროვა უკანონო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით, უნდა მოახმაროს ამომრჩეველთა მოსყიდვას და რუსულ რეჟიმზე ფესვების გამყარებას.

კითხვით უნდა მივმართოთ გიორგი ჭყონიას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ამომრჩევლებს, როცა ვხდებით, ვესაუბრებით პროგრამაზე, რომელიც მათ საჭიროებაზე იქნება მორგებული, მაგალითად: მშობლებს ვპირდებით, რომ ყოველ ერთ, ორ და სამ შვილზე ერთი წლის მანძილზე დავეხმარებით ყოველთვიურად 500, 1000 და 1500 ლარის ოდენობით, თქვენ კი, ამის საპირწონედ ხომ არ აპირებთ ამომრჩეველს ესაუბროთ, თუ როგორ მოიპოვეთ მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალა უკანონოდ, ან როგორ იგებთ მილიონიან ტენდერებს საქმის ჩაწყობით და ასე შემდეგ?!

ქობულეთელებო, რეალობა არის შემდეგი: „ქართულ ოცნებას“ და მათ დელეგატებს არავითარი დაპირება, რომელიც ეკონომიკურ შეღავათებს მოგცემთ, არ აქვთ, ეს იმ ფონზე, როდესაც ამდენი ბავშვი შიმშილობს დღეს ქობულეთში და რამდენ ბავშვი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ისინი მხოლოდ გპირდებიან იმას, რომ საბოლოოდ დააკანონებენ რეჟიმს ქვეყანაში და თავისუფალ აზრზე მუდმივად იქნება ზეწოლა. ამიტომ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში და 26 ოქტომბერს თქვენთან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს საქართველო!“ - განაცხადა ბონდო თედორაძემ., რომლის კომენტარსაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება