კახა კალაძე - თავისუფლების ინდექსით წინ ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას და ამ გზას გავაგრძელებთ

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მონაცემები, რის მიხედვითაც, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, საქართველო 41-ე ადგილზეა, არის მოქმედი ხელისუფლების მიღწევა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

„ამ რეალობის მიღება ბევრს არ სურს და სურვილი აქვთ, რომ რეალობა შეცვალონ. მცდელობა აქვთ, ქართველ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ბოლო წლების განმავლობაში, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯები, ყველა კრიტერიუმით წინ ვუსწრებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს და საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდათ უსამართლო დამოკიდებულება, ასევე, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ.

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე. ბიზნესი სრულად თავისუფალია და სახელმწიფო არ მოქმედებს ისე, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, არ ხდება ბიზნესების გადაფორმება, წილების წართმევა და ა.შ. ნახეთ რა ხდება ციხეებში, როგორი მდგომარეობაა, როგორი დამოკიდებულებაა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა