საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს საერთაშორისო კონფერენციით იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს საერთაშორისო საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით - „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი გამოწვევები და შესაძლებლობები“, იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ასევე მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. კონფერენციის, რომელსაც რამდენიმე ევროპული ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები დაესწრებიან, მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია სტუდენტებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ უნარები. პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციის მხარდამჭერები არიან: გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism); მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO); გრასრუტ ინსტიტუტი - THE GRASSROOTS INSTITUTE (კანადა); იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო- საქართველოს ოფისი (JICA, იაპონია); ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; დაცული ტერიტორიების სააგენტო; კურორტების განვითარების სააგენტო; გარემოს ეროვნული სააგენტო; მილანის უნივერსიტეტი (იტალია); სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers ; ტურისტული კომპანია Magic Roads; გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია); კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია; კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი; სტუ-ის ინსტიტუტი ტექინფორმი.

„2024-2025 სასწავლო წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად შეივსო მისაღები კონტიგენტი. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 250 აბიტურიენტი, მაგისტრატურის - 110, ხოლო დოქტორანტურის - 20. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს გააჩნია მაღალი რეიტინგი და ერთ-ერთი მოთხოვნადია ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში. ხორციელდება სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებული არიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულ სასწავლო მეთოდოლოგიის დანერგვაზე, სამეცნიერო კვლევებზე და იძლევიან პროფესიული კვალიფიკაციის თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს. ფაკულტეტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება/გადამზადება. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ტარდება საერთაშორისო კონფერენციები, ვორქშოფები, ტრენინგები. განხორციელდა საერთაშორისო და შიდა საფაკულტეტო პროექტები პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მონაწილეობით; ტრადიციად იქცა უცხო ქვეყნის პროფესორთა მიერ საჯარო ლექციების ჩატარება; ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ გამოიცა მრავალი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო; ისინი მონაწილეობენ ადგილობრივ/საერთაშორისო კონფერენციებში საქართველოსა და უცხოეთში, კითხულობენ ლექციებს ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში, არიან სხვადასხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსები, ნიუ-იორკის აკადემიის წევრები, საერთაშორისო იმფაქტ-ფაქტორიანი ინდექსაციის მქონე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები, ტრენერები, აკრედიტაციის ექსპერტები, ღირსების ორდენის მფლობელები, პარლამენტის ყოფილი წევრები; ფაკულტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას და პრაქტიკას; ფაკულტეტის დოქტორანტების მიერ მრავალჯერ იქნა მოპოვებული შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი. ჩვენი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ERASMUS+ გაცვლით პროგრამებში, 50-მდე სტუდენტი და პროფესორი იმყოფებოდა უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, 60-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფო სტიპენდიატია, 50-მდე სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტი. ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ და არიან სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს/ევროპის ჩემპიონები, ახალგაზრდული ნაკრების წევრები. ჩვენი ფაკულტეტის წარმატება უკავშირდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივას სტუდენტებისთვის შექმნას ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო სივრცე. მადლობას მოვახსენებ აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის”, - აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია: ნიკო ნიკოლაძის, აკაკი ხოშტარიას და დავით სარაჯიშვილის. ფაკულტეტი სხვა ფაკულტეტებთან ერთად აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ინოვაციური განვითარების პროცესში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ