ნინო დოლიძე - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, თუ რა ეტაპზეა დემოკრატია საქართველოში - ერთ-ერთი უმწვავესი და უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, თუ რა ეტაპზეა დემოკრატია საქართველოში.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლის არჩევნები ბევრი მიმართულებით გადამწყვეტია და მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხითაც.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი გამოწვევა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკაა.

„საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, რა ეტაპზეა დემოკრატია ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს არჩევნები ბევრი მიმართულებით გადამწყვეტია, მათ შორის, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ სამართლიანი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასების კრიტერიუმი, როგორ წავალთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე.

წინასაარჩევნო პერიოდია უკვე, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ანგარიში გამოვაქვეყნეთ. მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ის რიტორიკაა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების გაუქმება ან ანტიდასავლური რიტორიკა; თუმცა კამპანია [წინასაარჩევნო] ამ ეტაპზე შედის აქტიურ ფაზაში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

ამასთან, დოლიძის თქმით, ქვეყნისთვის „ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“.

„არაერთი საერთაშორისო პარტნიორისგან მოგვისმენია, რომ საქართველო არის გზაგასაყარზე. ნამდვილად, ერთ-ერთი უმწვავესი და უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“, რომელიც მიიღეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობის მოუხედავად. გვახსოვს აპრილის და მაისის თვეების განმავლობაში რამდენად დიდი იყო წინააღმდეგობა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ვიცოდით ეს იყო დემოკრატიული უკუსვლა და მათ შორის, ჩვენი ევროპული მომავლის საფრთხე“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია