საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმანოვს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, რომელიც შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური სექტორის განვითარებას უკავშირდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტიმურ სულეიმანოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„შეთანხმება ეხება მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ცენტრალური ბანკის საქმიანობა, საგადახდო სისტემები, ფინანსური მომსახურება. ამ სტრატეგიული პარტნიორობის შექმნა უფრო ინტეგრირებული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული რეგიონალური ეკონომიკისკენ წაგვიყვანს, რომელსაც შეუძლია, ახლანდელი გლობალური ეკონომიკური გარემოს სირთულეებში ეფექტურად გაიკვლიოს გზა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეთანხმების მიხედვით, მხარეები აღიარებენ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მნიშვნელობას და მხედველობაში იღებენ საერთო მისწრაფებებს უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ცენტრალური ბანკის სფეროებში საუკეთესო პრაქტიკაზე თანამშრომლობისას.

ყაზახეთის ცენტრალურ ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი ესწრებოდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის