დევიდ კრამერი - შესაძლოა, ამერიკის მთავრობამ ივანიშვილის სანქცირება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახოს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას „ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრ ესკალაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ „ახლანდელ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება“.

აღნიშნულის შესახებ კრამერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი - სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა“,- აცხადებს კრამერი.

ის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს ასახელებს.

„მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით, საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი „ენჯეობის“ წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!“, - აღნიშნავს კრამერი.

ამასთან, ის სანქცირების გაგრძელებას არ გამორიცხავს.

„შესაძლოა, ამერიკის მთავრობამ ივანიშვილის სანქცირება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახოს, იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, ან თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას, ან ოპოზიციონერი დეპუტატების გადაყენებას გადაწყვეტს“,- ამბობს დევიდ კრამერი.

ამავე თემაზე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი და ამბობს, რომ „გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება“.

„ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ”,- აცხადებს უილიამ კორტნი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო