ირაკლი ქარქაშაძე - მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს და easyJet-ი ფრენებს საქართველოში ერთდროულად ევროპის სამი ქალაქიდან დაიწყებს

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მოლაპარაკების შესახებ და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თითქმის ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და დღეს, შედეგი სახეზეა.

,,2023 წლის მონაცემებით easyJet-მა 83 მლნ მგზავრის გადაყვანა შეძლო. მათი წლიური შემოსავალი 10.9 მლრდ აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. შესაბამისად ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია. როგორც ავიაციაში ვამბობთ, მსგავს ავიაკომპანიებს შეუძლიათ ‘’to put you on the map”. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ განვითარებისა და სწორი პოლიტიკის, რომელიც საავიაციო ინდუსტრიას გააჩნია და ავიაკომპანია easyJet-ი უკვე 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლონდონი წლების მანძილზე იყო ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, სადაც პირდაპირი ფრენა არ გვქონდა. უმნიშვნელოვანესი იყო ჟენევის მიმართულება, რომელიც ევროპის შუაგული და პოლიტიკური ცენტრი გახლავთ და მილანი, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო ტურისტული მიმართულებაა,“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, ფრენები მოგზაურებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება. ირაკლი ქარქაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მგზავრთნაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

,,დარწმუნებული ვარ, რომ easyJet-ის ოპერირება იქნება წარმატებული და ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს. ეს სამი მიმართულება იქნება მხოლოდ დასაწყისი ჩვენი თანამშრომლობის და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მიმართულებას შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს”,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ბრიტანული მულტინაციონალური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო