მიხეილ სააკაშვილი - კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ - ჩვენ მაინც გავერთიანდეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიესალმება, თუ ორი პოლიტიკური სუბიექტი „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანდება.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე გაერთიანება პარტია „ახალსაც“ შესთავაზა.

„მივესალმები ორი პოლიტიკური სუბიექტის „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას იმიტომ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით არის. ჩვენ აჭარა დავიბრუნეთ და აფხაზეთსაც დავიბრუნებთ. ვიცით, რა შეცდომები დავუშვით და ამის გამოსწორებასაც ვაპირებთ, მაგრამ იმდენი მიღწევა გვაქვს, ამას ვერავინ გადაფარავს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველანაირი ახალი კავშირისთვის მზად არიან.

„ჩვენ ყოველთვის მოქნილები ვიყავით ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა მთავარია, ძალიან სწრაფად ვიმოძრაოთ გამარჯვებისკენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე კატასტროფულად დამაზიანებელია. ჩვენ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას გვართმევენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, საჭიროა პარტიების მაქსიმალური კონსოლიდაცია და გაერთიანება.

მიხეილ სააკაშვილი მიჩნევს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, რადგან 12 წელი უკვე დაკარგა.

„12 წლის თავზე გვიბედავენ და გვეუბნებიან, უნდა მოგაჯდეთ თავზე, რათა საბოლოოდ ბუნდღა აღარ იყოს ამ ქვეყნისო. ისე ბრძოლისუნარიანად, ისე ჩამოყალიბებული ვარ, როგორც არასდროს. ჩემი ამოცანა არის მხოლოდ ერთი - საქართველო ქართველ ხალხს დავუბრუნოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება. სავარაუდოდ, ის პრეზიდენტს იმ დეტალებზე გაესაუბრება, რის გამოც, კოალიციასა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის შეთანხმება ვერ მოხდა. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა და მიზეზად მამუკა ხაზარაძისა და მისი გუნდის საკითხზე ვერშეთანხმება დასახელდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება