აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებსა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული პირებისთვის გასვლითი ტური მოეწყო სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე.

„ფესტივალის სტუმრები ადგილზე გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის პროცესს. გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ასევე, იგეგემება შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ვიზიტორები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით, ბინოკლითა და გიდით. გასვლით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გაიარონ. გარდა გასვლითი ტურებისა, ასევე იგეგმება კონფერენცია უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს