ირაკლი კირცხალია - არავინ ეკითხება არც გახარიას, არც ხაზარაძეს და არც სალომე ზურაბიშვილს რა კონფიგურაცია უნდა დაჯდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლანგებს შორის, დავალების მიმცემები ამ გაერთიანებასაც ბოლომდე მიიყვანენ

ვინ ეკითხება მამუკა ხაზარაძეს და გახარიას, ან ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს როგორი კონფიგურაცია უნდა დაჯდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლანგებს შორის , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

კირცხალიას შეფასებით პარტია „საქართველოსთვის“და „ლელოს“ არშემდგარი შეთანხმება „მოკლე უნიჭო სპექტაკლია“.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გარე პატრონებისგან მიიღო დავალება და დარწმუნებულია, ამ გაერთიანებასაც მიიყვანენ დავალების მიმცემები ბოლომდე.

სალომე ზურაბიშვილმა, მათი პატრონებისგან, რომლებიც აქ ლობირებენ, მიიღო დავალება - დაიბარა ორივე სუბიექტი, გადასცა დავალება და მათ ეს უნდა შეასრულონ. ეს სპექტაკლი დაყვეს ორ ნაწილად. პირველი მოქმედება, ეს ორ-სამ დღიანი მოქმედება [იყო], რაც ვნახეთ ამ უნიჭო სპექტაკლის. პოლიტიკური დღის წესრიგიც კი ვერ შექმნეს ამ კეკლუცობით და ამ ვითომ ვერ შეთანხმებით და ახლა ვნახავთ მეორე სპექტაკლს, ჯერ კიდევ არის დრო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ ეკითხება არც გახარიას, არც ხაზარაძეს და არც სალომე ზურაბიშვილს რა კონფიგურაცია უნდა დაჯდეს. ხშირად მითქვამს და ყველგან გავიმეორებ, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ორგანიზმის ნაწილები და რაც შეეხება ამ ორ სუბიექტს, ერთს პლუს ნული უდრის ერთს. ასე რომ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და დარწმუნებული ვარ, დავალების მიმცემები ამ გაერთიანებასაც ბოლომდე მიიყვანენ“ ,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში, რომელის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება