თაზო დათუნაშვილი - ჩვენ ამ მომენტშიც მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და წავიდეთ წინ

ჩვენ ამ მომენტშიც მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და წავიდეთ წინ, ივანიშვილის დამარცხების პროცესისკენ , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის თაობაზე განაცხადა.

როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ფოკუსი გასწორდეს ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი.

“ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორება. ყველას, ვინც ამ ქვეყნის პატრიოტია, თვალნათლივ გვესმის, რომ ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს ქვეყანაში. ჩვენ უნდა გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს, საქართველოს მოქალაქეების ინტრესებს. ჩვენ გვინდა, საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ რელსებზე - ამ მოლაპარაკებების მიზანიც ეს იყო. პირველივე დღეს მამუკა ხაზარაძე ამ მოლაპარაკებებში ამ მიზნით შევიდა და დღემდე ეს მიზანი ამოძრავებს.

დღეს მამუკა ხაზარაძემ გააკეთა განცხადება და აბსოლუტურად გაშალა ის პოზიცია, რაც აქვს ჩვენს კოალიციას ამ საკითხთან მიმართებაში. მამუკამ თქვა, რომ გუშინ საღამოს შედგა შეთანხმება გარკვეულ პრინციპებზე, გარკვეულ პუნქტებზე და ჩვენ დღესაც, ამ მომენტშიც ვართ მზად, როგორც მამუკამ თქვა, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც სჭირდება საქართველოს ბიძინა ივანიშვილის დასრულებისთვის.

მამუკა ხაზარაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მოლაპარაკებებზე ამ კოალიციას წარმოადგენდა და ამ კოალიციის სახელით თქვა დღეს, რომ ის მზად არის შეთანხმებაზე. კოალიციის წევრები, მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და წავიდეთ წინ, ივანიშვილის დამარცხების პროცესისკენ.

მამუკა ხაზარაძემ ძალიან ბევრი პირადი რამ დათმო ამ პროცესში, როდესაც ეს კოალიცია შექმნა. ამ ეტაპზეც მამუკა ხაზარაძე და ჩვენი კოალიცია აგრძელებს საქართველოს ინტერესებისთვის ყველაფრის გვერდზე გადადებას და მზად არის, რომ იმ შეთანხმებას, რომელზეც გუშინ პრინციპული თანხმობა იყო, ხელი მოაწეროს დღესაც და დათანხმდეს, გადავიდეთ ახალ ეტაპზე იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავასწოროთ ფოკუსი ივანიშვილზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა 26 ოქტომბრიდან გახდეს რუსეთის უკანა ეზო“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს