ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის პირველი ოქტომბერი გახდა წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის - ქართველი ხალხის თანადგომით ისეთი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა

12 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და თავისუფლებამ, სრულად გათავისუფლდა ბიზნესი და ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი საქმე მშვიდად აკეთონ, დაცულია სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები დღეს იცავენ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, ადამიანებს გაუჩნდათ ნდობა სახელმწიფოს მიმართ და ზუსტად იციან, რომ ის არათუ დაჩაგრავს, არამედ დაიცავს თითოეულ მოქალაქეს, დაიცავს ომისგან და განსაცდელში გვერდში დაუდგება თითოეულ ოჯახს, 12 წლის შემდეგ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გახდა წყალგამყოფი საქართველოს ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.

„12 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიის დამფუძნებლის წინამძღოლობით ქართველმა ხალხმა ეროვნული ერთობით დავამარცხეთ ქვეყნის მოღალატე, ხალხის მჩაგვრელი, ანტიეროვნული, ანტიქართული და უცხო ინტერესების მსახური პოლიტიკური ძალა. თითოეულ ჩვენგანს კარგად ახსოვს მაშინდელი პერიოდი და ზუსტად ვიცით, რომ, თუკი არ იქნებოდა იმ მასშტაბისა და სულისკვეთების მატარებელი ერთიანობა და რაც მთავარია ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტი ფაქტორი, მისი პირადი თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითი, ამ ბოროტების დამარცხება წარმოუდგენელი იქნებოდა. სწორედ 2012 წლის პირველი ოქტომბერი გახდა წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. სწორედ ეს დღე იქცა შემობრუნების წერტილად და ქვეყანაში, სადაც დაკანონებული იყო ძალადობა ხალხზე, კერძო საკუთრების წართმევა და მიტაცება, პატიმრების წამება და დახოცვა, მშვიდობიანი აქციების უმოწყალოდ დარბევა და საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში ჩაცხრილვა, ტერიტორიების ჩაბარება და გაყიდვა, ქართველი ხალხის თანადგომით ისეთი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ გამოწვევები რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხედვა და უნარი ამ პრობლემების გადაჭრის და მოგვარების.

„დღეს ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და რაც მთავარია თავად გრძნობენ, რომ მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა, მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, უმუშევრობა, სოციალური პოლიტიკა მრავალჯერ გაუმჯობესდა და მიმართულია მოქალაქეების ინტერესებზე, სამჯერ გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობისა და წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად, ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე წარმატებით იყიდება ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები კი, იმ საწყის პირობებთან შედარებით, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. რა თქმა უნდა გამოწვევები რჩება, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ხედვა და უნარი ამ პრობლემების გადაჭრის და მოგვარების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში