კახა კალაძე - ჩვენს მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა

კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრე და სიძლიერეა, რაც მისი თქმით, ყველა სირთულის ერთად დაძლევის შესაძლებლობას იძლევა.

„მრავალფეროვნება, მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა. საუკუნეებია ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ყველა სიძნელეს, რადგან საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე. მწამს და მჯერა, ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, ისევ და ისევ საერთო ძალისხმევით დაიძლევა.

“მეგობრებო, ჩვენ მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა.

თქვენ კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანა დგას ურთულესი გამოწვევების წინაშე, რომლის დაძლევაც საქართველოს ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით უკვე შეძლო.

„გახსოვთ, რა ხდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორი მცდელობა ჰქონდათ, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელით გაეყალბებინათ ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რასაც მოჰყვა ოპოზიციის რამდენიმეთვიანი საბოტაჟი. მიზანი, რასაკვირველია, იყო არეულობა და ქაოსი ქვეყანაში.

შემდეგ ვიხილეთ განუბაჟებელ ტვირთად შემოტანილი მიხეილ სააკაშვილის სცენარი, რაც მათთვის, ასევე, კრახით დასრულდა.

უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, გვახსოვს წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ქვეყანაზე, რათა ჩავრთულიყავით ომში და შევერთებოდით სანქციებს.

მყისვე გააქტიურდნენ რადიკალური ოპოზიცია და უცხო ძალებისგან მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ მოითხოვდნენ ბომბებს თბილისის თავზე. ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც დედაქალაქის საახალწლო მორთულობასაც კი შავი ლენტები შეაბეს და სიტყვა “მშვიდობა” აქციეს დაცინვის საგნად.

საბედნიეროდ, მმართველმა გუნდმა შეძლო, არნახული , უსამართლო თავდასხმების მიუხედავად, დაეცვა ქვეყნისა და საკუთარი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესები”,- განაცხადა კახა კალაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ