ირაკლი კობახიძე - გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და ქვეყნის სტაბილური განვითარება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს

ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებს. არჩევნებთან ერთად, ეს არის რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა, საზოგადოების მორალური გადაგვარება ან ტრადიციული ფასეულობები, ბნელ წარსულში დაბრუნება ან საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსთავის გამორჩეულად ღირსეული მოსახლეობა 26 ოქტომბერს ხმამაღლა ეტყვის უარს ომს, ამორალურ პროპაგანდას და ბნელ წარსულს და აირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს.

მისი თქმით, „უცხოური აგენტურა“ 12 წლის მანძილზე ასრულებდა ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს და არ ასვენებდნენ ამ ქვეყანას

„საქართველო არასდროს დაუბრუნდება ბნელ წარსულს. ყველას გახსოვთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას უსამშობლო ადამიანების ჯგუფი, უცხოური აგენტურა მართავდა. ამ ადამიანებმა თავი დაგვამახსოვრეს სისხლიანი ავტორიტარიზმით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის ტერორით, ტელევიზიების მიტაცებით, საქართველოს ისტორიული რეგიონების დაკარგვით და მრავალი სხვა დანაშაულით, რომლებზეც მათ პასუხი ჯერ სრულად არ უგიათ. დაუსჯელობის გამო, ისინი 12 წლის მანძილზე ასრულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს და არ ასვენებდნენ ამ ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და ქვეყნის სტაბილური განვითარება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს.

„2012 წელს ავტორიტარული რეჟიმი წარსულს ჩააბარა ადამიანმა, რომელიც მას შემდეგ ქვეყანაში მშვიდობის, დემოკრატიის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური წინსვლის მთავარი გარანტია. ამისათვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი