ბიძინა ივანიშვილი -1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ერთად შევძელით, ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა - საფუძველი ჩავუყარეთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას

მოგესალმებით რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკისა და თეთრიწყაროს მოსახლეობას! მივესალმები უძველესი და უნიკალური ისტორიის მქონე მხარეს, რომელიც გამორჩეულია ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით და რაც მთავარია, გასაოცარი ხალხით , - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას 2012 წლის დანაპირები შეახსენა, რომ ერთად დგომით, „აუცილებლად დაამარცხებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელსაც სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული და ტერორსა და შიშში ამყოფებდა მოსახლეობას“.

მისივე თქმით, 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, „ერთად შევძელით, ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა“ და საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას.

„მივესალმები პირველი ევროპელების მხარეს, სადაც თითქმის 2 მილიონი წლის წინ დაირწა ცივილიზაციის აკვანი. მივესალმები მხარეს, რომელიც ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ბოლნისის სიონს და ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშებს გვინახავს. მივესალმები მხარეს, სადაც მევენახეობის უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა! მივესალმები სტუმართმოყვარეობითა და ტოლერანტობით განთქმულ კუთხეს, სადაც ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, ბერძნებმა, გერმანელებმა და სხვა ეროვნების ხალხმა, ჯერ თავშესაფარი, შემდეგ კი სახლი და სამშობლო იპოვეს.

როგორც პოლიტიკოსი, პირველად, 2012 წელს შეგხვდით და ჩვენი ქვეყნისთვის იმ შავ-ბნელ პერიოდში დაგპირდით, რომ ერთად დგომით, აუცილებლად დავამარცხებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რეჟიმს, რომელსაც სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული და ტერორსა და შიშში ამყოფებდა მოსახლეობას.

1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ერთად შევძელით, ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა. შედეგად, თქვენთან ერთად, საფუძველი ჩავუყარეთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას. გავაჯანსაღეთ სასამართლო და პროკურატურა, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი ხელშეუხებელი. შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია