ბიძინა ივანიშვილი - უნდა დადგეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და უმკაცრესად გასამართლების საკითხი - ვერავინ უნდა შეძლოს წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ მოქმედებს, არათუ ხელისუფლებას აღარ უნდა გავაკაროთ, არამედ უნდა დადგეს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და უმკაცრესად გასამართლების საკითხი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში განაცხადა.

მისი თქმით, „ამ უსამშობლო ადამიანებს“ პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების „წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე და იმ ავტორიტარიზმზე, რომელშიც წლების განმავლობაში გვაცხოვრეს, არამედ, პირველ რიგში, უმძიმეს დანაშაულზე - დანაშაულზე, რომელსაც საქართველო მათ არასოდეს აპატიებს“.

მისი განმარტებით, „სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა.

გარე დავალების შესასრულებლად, მათ „წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30 ათასი ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა!“

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.

„26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. დიახ, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა! მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ! მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო და ზოგადად, მსოფლიოში ხდება, ვფიქრობთ, ახლოვდება დრო, როდესაც დიდი ხნის ნატვრას ავიხდენთ და მშვიდობიანი გზით გამთლიანებულ საქართველოს ვიხილავთ! ამისათვის ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამ კუთხითაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ვერავინ უნდა შეძლოს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი!“ , - განაცხადა ივანიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია