ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა კურსკის ოლქში 40 000 ჯარისკაცი გადაიყვანეს

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაცია გრძელდება და ფრონტის ხაზიდან კურსკის მიმართულებით, დაახლოებით, 40 000 რუსი სამხედრო გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ უკვე მოვახერხეთ ის, რომ ამ მიმართულებით 40 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე გადაამისამართეს. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა საბრძოლო ბრიგადას, თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ყველა მეთაურს მათი სიმამაცისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელმა დამცველებმა ახლა მოახერხეს დონეცკის ოლქში რუსების თავდასხმის პოტენციალის შემცირება, თუმცა ფრონტზე სიტუაცია კვლავ მძიმეა.

„სიტუაცია რჩება უკიდურესად მძიმე, მძიმე ბრძოლები ყოველდღე – კურახოვის მიმართულება, პოკროვსკის მიმართულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე