Edison Research - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 32,3% ხმას „ქართულ ოცნებას“, 20%  - „ნაციონალურ მოძრაობას“, 10,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“, 10,5% გახარიას პარტიას, 9,3% კი „ძლიერ საქართველოს“ მისცემდა

Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანხმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32,3%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, 20% არჩევნებზე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, 10,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“, 10,5 % „გახარია- საქართველოსთვის“ მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,3% „ძლიერმა საქართველომ“ მიიღო, „გირჩმა“ ხმათა 6% მოიპოვა, 5,1% კი თავის ხმას ლეიბორისტულ პარტიას მისცემდა.

ცნობისთვის, Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება