თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

„ქართული ოცნების“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - თავდასხმაში „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თეონა ქარდავა მონაწილეობდა, ხოლო მითითებებს იძლეოდნენ „ქართული ოცნების“ წევრი გია სალია, საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი - დიმა გოგოხია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

„მინდა გუშინ ზუგდიდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმას გამოვეხმაურო, რომელიც ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ დელეგატის, დათო კოდუას მამის, ოთარ კოდუას მიერ.

„ქართული ოცნების“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდასხმაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თეონა ქარდავა, რომელიც წარსულშიც აგრესიული მოქმედებებით ოპოზიციის მიმართ გამოირჩეოდა და ჩვენი ოფისის დარბევაში მონაწილეობდა.

მითითებებს იძლეოდნენ „ქართული ოცნების“ წევრი გია სალია, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრი, თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი - დიმა გოგოხია.

თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც ისინი ქალაქ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს ხვდებოდნენ და საქართველოს ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ, სადაც გაწერილია კონკრეტული სიკეთეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიიღებენ. მაშინ, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას - მათ შორის ქალებს - ფიზიკურად უსწორდება - უკვე დამარცხებულია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ. პარლამენტის წევრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, თავდასხმაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში