რატი იონათამიშვილი - ვინ ეკითხება ან მამუკა ხაზარაძეს ან გიორგი გახარიას რამეზე შეთანხმდებიან თუ არა - ისინი მაშინ გაერთიანდებიან და მაშინ დაიშლებიან, როცა ბრძანებას მიიღებენ!

ვინ ეკითხება ან მამუკა ხაზარაძეს ან გიორგი გახარიას რამეზე შეთანხმდებიან თუ არა - ისინი მაშინ გაერთიანდებიან და მაშინ დაიშლებიან, როცა ბრძანებას მიიღებენ! ბრძანება მათთვის არის მორჩილების ტოლფასი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

იონათამიშვილმა თქვა ისიც, რომ ამ ადამიანებს პირადი აზრი, პირადი პოზიცია და პირადი „მე“ არ გააჩნიათ.

„ისინი მაშინ გაერთიანდებიან და მაშინ დაიშლებიან, როცა ამის ბრძანებას მიიღებენ - ამ ბრძანების მონურ მორჩილებაში არიან! ეს ყველაფერი მათ უკან დაიდგა და იმითაც ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს რაღაცაზე ვერ თანხმდებიან. ვინ ეკითხება ან ერთს ან მეორეს რამეზე შეთანხმდებიან თუ არა - ბრძანება მათთვის არის მორჩილების ტოლფასი.

ისინი არიან მორჩილი ადამიანები, რომელთაც არანაირი „მე“ და არანაირი პოზიცია არ გააჩნიათ. ამიტომაც არის სამარცხვინო მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ შედგა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება