რამაზ საყვარელიძე - ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ - ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

არც გახარიას და არც ხაზარაძეს არ უთქვამს: „ნეტავ ერთად ვიყოთ“- პრეზიდენტს უარი ვერ უთხრეს. გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდათ, ხმები დაეკარგათ, - ასე აფასებს პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე იმ ფაქტს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათი ამომრჩევლები შეხმატკბილებულები არ არიან და გაერთიანების შემთხვევაში ან სახლში დარჩებოდნენ, ან სხვას მისცემდნენ ხმას.

„არც გახარიას და არც ხაზარაძეს არ უთქვამს: „ნეტავ ერთად ვიყოთ“. არ იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთობის სურვილი გამოეთქვათ. ჯერ სხვებმა დაუწყეს შეძახილები გაერთიანებაზე და ახლა პრეზიდენტმა თქვა, არიქა, გაერთიანდითო. პრეზიდენტს უარი ვერ უთხრეს და ამ კამპანიას შეებნენ. გაუგებარია, რატომ უნდა გაერთიანებულიყვნენ. წარსული არ მიგვანიშნებს, რომ მათ ერთად პოლიტიკური ცხოვრება შეეძლებათ, თან ამომრჩეველი აბსოლუტურად სხვადასხვა ჰყავთ. ხაზარაძის ამომრჩეველი უფრო ემხრობა „ნაციონალებს“, გახარიას ამომრჩეველი კი მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე „ქართული ოცნებისკენ“ არის გადახრილი. თითოეულ აქვს იმედი, რომ ბარიერს გადალახავენ. ესენი რომ შეერთებულიყვნენ, შესაძლოა, უფრო ნაკლები მიეღოთ. ამომრჩევლები შეხმატკბილებულებიც არ არიან, ან სახლში დარჩებოდნენ, ან სხვას მისცემენ.

ეს მათ იციან, პრეზიდენტმა კი არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს. პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა. ამათ იციან, უბრალოდ, უარი ვერ უთხრეს.

ხაზარაძესთან ბევრი სუბიექტია, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური პრეტენზია აქვს. ეს ერთ-ერთი საკვანძო მიზეზიც გახდა. ამ სუბიექტებმა საკუთარი ადგილი „გაინაღდეს“, ჯერ ისინი უნდა ყოფილიყვნენ და შემდეგ გახარია. ასეთ დროს, როდესაც 5 სუბიექტს შემდეგ მეექვსეს გიშვებენ, როგორც სტუმარს, ბუნებრივია, არც გახარიას ექნებოდა დიდი სურვილი ასეთ გაერთიანებაში მონაწილეობის. გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები ჰქონოდათ შედეგი, ხმები დაეკარგათ. გაუგებარია, რატომ აიტეხეს, რომ ესენი უნდა გაერთიანდნენ. არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაზე" დაყრდნობილი რამდენიმე პარტია, მათ გაერთიანებაზე ეზრუნა პრეზიდენტს, უფრო მეტი საერთო ძირია“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში“ განმარტავენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე“. როგორც ხაზარაძემ განმარტა, მზად იყო, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, თუმცა 15:00 საათზე "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ დაურეკა და უთხრა, რომ შეთანხმებაზე უარს ამბობდა და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი