ასტანაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის და ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ მარატ კარაბაევის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისიის, როგორც საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, დარგობრივი კავშირების გამყარების ეფექტური და წარმატებული პლატფორმის მნიშვნელობას.

„ჩვენი ქვეყნები წლების განმავლობაში ვმუშაობდით ერთად და ვთანამშრომლობდით, დღევანდელი შეხვედრა ამ პარტნიორობის გაღრმავებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია. საქართველოს მდებარეობა - ევროპის და აზიის გზაგასაყარზე ყოველთვის იყო ხელშემწყობი ფაქტორი რეგიონში ვაჭრობის, ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიყენებდით ამ უპირატესობას ჩვენი ქვეყნის დინამიურ და ღია ეკონომიკად ჩამოყალიბების მიზნით. ყაზახეთი მისი მდიდარი რესურსებით, ცენტრალურ აზიაში სტრატეგიული მდებარეობით საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ გეოგრაფიულად არიან ახლოს, არამედ გლობალური ინტეგრაციის, ეკონომიკური განვითარების და რეგიონული სტაბილურობის ერთგულების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის სხდომამ დღეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების ფართო სპექტრი განიხილა - ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები, მათ შორის, ევროპასა და აზიას შორის ციფრული კორიდორის განვითარების საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ თანამშრომლობაზე ტრანსკასპიურ სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტებში მონაწილეობით, მათ შორის „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარებისა და მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით. მხარეებმა ასევე, ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის“ განვითარების საგზაო რუკის განხორციელების მნიშვნელობას.

სხდომის მიმდინარეობისას ორი ქვეყნის გამომსვლელთა მხრიდან აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სხვადასხვა სექტორში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, მათ შორის - სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 2023 წელს წინა წელთან შედარებით, 168 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი 2023-2024 წლებში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-8 ადგილს იკავებს. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - 2023 წელს საქართველოში ყაზახეთიდან ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 პროცენტით გაიზარდა. დადებითი დინამიკა 2024 წელსაც გრძელდება - საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობით ყაზახეთი მე-4 ადგილზეა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის არსებული შედეგები ადასტურებს, რომ ამ მხრივ კიდევ მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც ასევე ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„კომისიის სხდომის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - გენადი არველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - თენგიზ ნასარიძემ, საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - ბესიკ ბუგიანიშვილმა, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქპატენტის წარმომადგენლებმა.

საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. ამასთან, სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ყაზახეთის მეწარმეობის განვითარების ფონდ „დამუსა“ და საქართველოს განვითარების ფონდს შორის. მემორანდუმის მიზანია, ორი ფონდის თანამშრომლობა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის და ერთობლივი პროექტების შექმნის მიმართულებით”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ