ტარიელ ნაკაიძე - ტყუილია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თანასწორობა უზრუნველყოფილია - ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს!

ტყუილია ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თანასწორობა უზრუნველყოფილია - ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს! - ასე გამოეხმაურა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გამოსვლას პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ტარიელ ნაკაიძე.

ნაკაიძის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში რელიგიური დისკრიმინაციის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც სამართლებრივი შედეგის გარეშე დასრულდა.

ნაკაიძე იმასაც ამბობს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლებას გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნია.

ბიძინა ივანიშვილს ავიწყდება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე ღორის თავის აკვრას დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მუსლიმი თემის ინტერესების იგნორირების ხარჯზე ჩაიფარცხა. ამის თაობაზე არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი. აგრეთვე სოფელ ნიგვზიანში სალოცავის გახსნას ადგილობრივებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოჰყვა, რომელთან დაკავშირებითაც სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა და დამნაშავეები არ დასჯილან. იგივე მოტივით ქვემო ქართლში, სოფელ წინწყაროში და კახეთში სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სამხედრო ძალების გამოყენებით მეჩეთს ვერტმფრენით მინარეთი მოსტაცეს, ხოლო მოსახლეობას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოფელ ადიგენში ადგილობრივების მიერ მუსლიმური სასაფლაოს გახსნას და მოხეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული მეჩეთის ჩამორთმევის ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. მოხეშიც მოქალაქეებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალოვნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გურიაში სოფელ ბუკნარში მუსლიმური სამლოცველოს გახსნას დაპირისპირება მოჰყვა, რომელთან დაკავშირებითაც "ქართულ ოცნებას" მოქალაქეთა შორის გრძელვადიანი შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ბათუმის თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღემდე უზენაეს სასამართლოშია გაჩერებული. საქართველოს კათოლიკე ეკლესიას ქალაქ რუსთავში ეკლესიის მშენებლობის უფლება ხელისუფლებამ არ მისცა. საქართველოს ევანგელისტურ ეკლესიას სასამართლომ ერთადერთი სალოცავი ქალაქ თბილისში ჩამოართვა. ამ სამარცხვინო მოვლენების პარალელურად "ქართულმა ოცნებამ" რელიგიური უმცირესობების გასაკონტროლებლად საბჭოთა კავშირის მოდელზე დაფუძნებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნა, რომელიც სამოქალაქო და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანია. დღემდე გადაუწყვეტელია რელიგიური უმცირესობების ქონებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. საბჭოთა კავშირის რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ქონება თავის რეალურ მფლობელს არ დაბრუნებია.

„ქართულმა ოცნებამ" რელიგიური თემების დაფინანსების უთანასწორო პრაქტიკა შექმნა. ზემოთ აღნიშნული ფაქტები მცირე ჩამონათვალია, რომელმაც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფები კიდევ უფრო გააუარესა და უთანასწორო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი ატყუებს საქართველოს საზოგადოებას!“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე