საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით ნატროშვილს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით ნატროშვილს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა.

კერძოდ, უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, საერთაშორისო კომპიუტერული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, 230-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 9 სამეცნიერო მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს ავტორს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს დავით ნატროშვილს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა „ოქროს მედალი“ დავით ნატროშვილს აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადასცა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, დავით ნატროშვილმა არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში. რექტორის განცხადებით, დავით ნატროშვილი არის მსოფლიო დონის მათემატიკოსი, რომელიც სხვადასხვა დროს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა. იგი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა გერმანიაში: ქემნიცის, შტუტგარტის, დარმშტატის, გოტინგენის, ბერლინის, ობერვოლფახის, ბრაუნშვაიგის, კარლსრუეს, ჰამბურგის, ფრაიბერგის, პოტსდამის, საარბრუკენის, მიუნხენის უნივერსიტეტებში. ინგლისში: ლონდონის, ბათის, გლაზგოს, მანჩესტერის, სალფორდის, ლიდსის, რედინგის, ბრუნელის, სასექსის უნივერსიტეტებში. იტალიაში, რომის უნივერსიტეტში “LA შAPIENძA”; პორტუგალიაში ავეიროს უნივერსიტეტში. ამერიკის შეერთებული შტატების ოკლაჰომას (ტალსა), დელავერის (ნიუ-არკი), როჩესტერის, მიჩიგანის, დელავერის (ნიუ-არკი) უნივერსიტეტებში, პოლონეთში ვარშავის მექანიკის ინსტიტუტში; საფრანგეთში: სორბონის უნივერსიტეტში, პარიზის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სენტ-ეტიენის უნივერსიტეტში. ჩინეთში პეკინისა და შანხაის უნივერსიტეტებში, საბერძნეთში ათენის უნივერსიტეტში, ესპანეთში კანტაბრიას უნივერსიტეტში (სანტანდერი), შვეიცარიაში ციურიხის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ირანში თეირანის უნივერსიტეტში და ბულგარეთში სოფიისა და რუსეს უნივერსიტეტებში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყნის წინაშე, მსოფლიოში ცნობილ მათემატიკოსის დავით ნატროშვილის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგას ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - „ოქროს მედალი” გაიცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. „ოქროს მედალი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის წარდგინების საფუძველზე გაიცემა. სტუ-ის ჯილდო დაარსებიდან დღემდე, 70-ზე მეტ პირს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს