რომან გოცირიძე - გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო - ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო - ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, რისკები არსებობს, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის.

„ოპოზიციამ შეგნებულობა მაინც გამოიჩინა და თუ სამი თვის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, როდესაც ყველა ამბობდა, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე გავიდოდა და 5%-ს გადალახავდა, მიხვდნენ რა გაერთიანების აუცილებლობას, გაერთიანდნენ.

არჩევნების წინ ოპოზიცია წარმოდგენილია ოთხი ბლოკით - დიდი ალბათობით, ოთხივეს აქვს ბარიერის დაძლევის შანსი, თუმცა ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა. რისკები არსებობს, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის.

ოპოზიციის კარგი მუშაობის შემთხვევაში, თუ ბარიერს ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება გადალახავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება