გორის მერია - „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქიწნისში, მეჯვრისხევში, დიდ და პატარა გარეჯვარში სკვერების მოწყობა მიმდინარეობს.

ქიწნისის მეურნეობაში მოეწყობა: კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები დეკორატიულიფილებით, კალათბურთის ფარები, შადრევანი, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარეგანათება, მოაჯირი.

პატარა გარეჯვარში მოეწყობა: კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები დეკორატიულიფილებით, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარეგანათება, მოაჯირი, საპარკე ავეჯი.

დიდ გარეჯვარში მოეწყობა: ბეტონის ბორდიურები, კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები.

მეჯვრისხევში მოეწყობა: კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები დეკორატიულიფილებით, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარეგანათება, მოაჯირი, საპარკე ავეჯი, ტრენაჟორები.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის